ფეხბურთი

9:06 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლინსმანი ეკვადორის ნაკრებს ჩაიბარებს

აშშ-ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი, უახლოეს ხანში ეკვადორის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს - წერს El Universo, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„მათ უკვე მოილაპარაკეს. ოთხშბათს ხორხე სელიკოს (ეკვადორის ნაკრების დროებითი მწვრთნელი), უთხრეს, რომ იპოვნეს ახალი დამრიგებელი.“ - წერს გამოცემა.

54 წლის კლინსმანი ადრე გერმანიის ნაკრებს, „ბაიერნსა“ და აშშ-ის ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა. 2016 წლის შემდეგ კი საფეხბურთო სფეროში პრაქტიკა აღარ ჰქონია.

ჯამში, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა 176 მატჩი ჩაატარეს, 101 მოიგეს, 32 ფრედ დაამთავრეს და 43 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112442