ფეხბურთი

20:47 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოჰყვა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

არგენტინელი საკუთარი Range Rover-ით მგზავრობდა და „სიტის“ ვარჯიშზე მიემართებოდა, როდესაც მისი მანქანა დაზიანდა.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, სახიფათო არაფერია და აგუეროს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაც არ დასჭირვებია. არგენტინელი ვარჯიშზეც გამოცხადდა და საწვრთნელ პროცესში გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს „სიტის“ მაისურით დღემდე 239 გოლი აქვს გატანილი. „ქალაქები“ დამდეგ უიქ-ენდზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.

სტატისტიკა
0.264083