ფეხბურთი

18:40 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "საბურთალოსთან" ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით ითამაშებს

ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება.

მოგეხსენებათ, იმერულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ფინანსური პრობლემების გამო ვარჯიში შეწყვიტა და დღემდე არ განახლებულა საწვრთნელი პროცესი.

ამიტომ, „ტორპედო“ იძულებულია „საბურთალოსთან“ შეხვედრაში ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით ითამაშოს. რეგლამენტის თანახმად, მეორე გუნდიდან განაცხადში 5 ფეხბურთელის შეყვანაა შესაძლებელი.

შესაბამისად, „ტორპედო“ 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით ემზადება. შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ მატჩი 19 ოქტომბერს, წყალტუბოში გაიმართება.

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148737