ფეხბურთი

18:06 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კარიერაში მეექვსე „ოქროს ბუცი“ მიიღო

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, მეექვსედ მოიპოვა „ოქროს ბუცი,“ - პრიზი, რომელსაც უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

გასულ სეზონში 32 წლის არგენტინელმა, პრიმერას 34 მატჩში 36 ბურთი გაიტანა. ადრე მას ეს პრიზი ხუთჯერ მოუგია - 2009-10 (34 გოლი), 2011-12 (50), 2012-13 (46), 2016-17 (37) და 2017-18 (34).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121463