ფეხბურთი

16:46 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკო" შესაძლოა "კამპ ნოუზე" არ გაიმართოს

კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა შესაძლოა „კამპ ნოუს“ ნაცვლად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართოს.

ამ დროისთვის მატჩი 26 ოქტომბერს, კატალონიაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ლა ლიგამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს.

As-ის ინფორმაციით, ლა ლიგამ ორივე გუნდს შესთავაზა, რომ 26 მარტის დაპირისპირება შესაძლოა გართულებებისა და დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგეს, ხოლო 1 მარტს - „კამპ ნოუზე“. მარტივად, რომ ვთქვათ, გუნდები უბრალოდ გაცვლიან მასპინძლის სტატუსს.

ახლა ორივე გუნდმა უნდა მოილაპარაკოს ლა ლიგის სპეციალურ კომიტეტთან ერთად და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113623