თამაშგარე

11:45 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარის ჰოლივუდში ეპატიჟებიან

მადრიდის “რეალის“ ყოფილი მობურთალის, არგენტინელი სანტიაგო სოლარის ეპატაჟურმა დაიკომ, მოდელმა და მსახიობმა ლიზ სოლარიმ იმდენი პლაკა ფეხები კამერისა თუ ფოტოობიექტივის წინ, რომ საბოლოოდ მაინც მიაღწია თავისას და ისეთი ხალხის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც ამ გოგოს ალბათ დიდ “ავიაციაში“ გადაიყვანენ.

არგენტინული მედია იუწყება, რომ ლიზ სოლარით ჰოლივუდის ერთ-ერთი კინოსტუდია დაინტერესდა და საქმეს უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ გავის განივად მოქანავე სენიორიტა ლიზი შესაძლებელია სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო მსახიობთა მარაქაში გაერიოს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლიზ სოლარი მოდელის გარდა მსახიობიცაა და ლათინოამერიკულ რამდენიმე სერიალშიც მიუღია მონაწილეობა. თუმცა ჰოლივუდიდან ზარი ის ამბავია, რომელიც წარსულ წარმატებებს ნებისმიერ ადამიანს არაფრად წარმოუჩენს და სულ სხვა იმედებით აღავსებს. სანტიაგოს გადარეული დაიკო კი ის გოგო არაა, ასეთი შანსი ხელიდან რომ გაუშვას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133958