ფეხბურთი

9:07 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, უელსის წინააღმდეგ (1:1), კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის, მათ შორის, „ბარსელონასთან“ კლასიკოს გამოტოვება მოუწევს - წერს Marca.

გამოცემის ინფორმაციით, მოდრიჩი ვერ ითამაშებს პრიმერას მატჩში „მალიორკასთან,“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაისთან“ და ასევე კლასიკოში „ბარსელონასთან.“

კლასიკო პრიმერას მე-10 ტურში გაიმართება 26 ოქტომბერს „კამპ ნოუზე.“

0.118851