ფეხბურთი

23:55 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

U19: საქართველომ ხორვატიაც დაამარცხა და ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში ქულათა მაქსიმუმით გავიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა უნგრეთში პირველი შესარჩევი ეტაპი დიდებულად ჩაატარა და ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო, შესაბამისად, 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ბოლო ტურში ხორვატიას დაუპირისპირდა, ორივე გუნდმა ელიტ რაუნდის საგზური ამ მატჩამდე გაინაღდეს და ერთმანეთში პირველი ადგილის ბედს არკვევდნენ.

ქართველებმა კვლავ ჩინებულად ითამაშეს და ბალკანელებს 2:0 აჯობეს. ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი გულიაშვილმა გახსნა, ხოლო 15 წუთში ზურიკო დავითაშვილმა პენალტით სხვაობა გაზარდა. დარჩენილ დროში გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ 2:0 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, „პატარა ჯვაროსნებმა“ ხორვატიამდე მასპინძელი უნგრეთი (4:2) და ყაზახეთი (3:1) დაამარცხეს. ცნობისთვის, ელიტ რაუნდი 2020 წელს გაიმართება, ხოლო მეტოქეები 3 დეკემბერს გაირკვევა, როდესაც ნიონში წილისყრა ჩატარდება.

საქართველო (U19) - ხორვატია (U19) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გულიაშვილი (8), 2:0 დავითაშვილი (23, პენ)

საქართველო (4-4-2): ლომიძე; კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე; გულიაშვილი (გაგნიძე 83), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი; იაკობიძე (ლომინაძე 90), დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112535