ფეხბურთი

16:52 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბორისლავ მიხაილოვს, ბულგარეთი - ინგლისის ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში (1:1) მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გადაგომისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მასპინძელი ქომაგების რასისტული განცხადებების გამო, შეხვედრა ორჯერ შეწყდა, თუმცა სტუმართა გუნდის გადაწყვეტილებით, მატჩი მაინც ჩამთავრდა. ინგლისელებმა 6:0 გაიმარჯვეს.

„პრემიერ-მინისტრმა დამირეკა და მოითხოვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ყოველგვარი საფეხბურთო საქმიანობა შეწყვიტონ, სანამ პრეზიდენტი, მიხაილოვი არ წავა.“ - განუცხადა Sky Sports-ს ქვეყნის სპორტის მინისტრმა, კრესან კრალევმა.

0.125637