ფეხბურთი

16:26 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეის მატჩი: უგოლოდ, უმაყურებლოდ და პირდაპირი ეთერის გარეშე

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ეგიდით, აზიაში ისტორიული მატჩი შედგა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის.

ფხენიანში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. საინტერესოა, რომ მატჩს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო, მაგრამ სამაგიეროდ, არ დასწრებია მაყურებელი.

თუმცა, ყველაფერი არაა - გარდა იმისა, რომ თამაში უმაყურებლოდ ჩატარდა, პირდაპირი ეთერშიც არცერთ ტელეარხზე ტეპორტაჟი არ გადაცემულა.

ცნობისთვის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებს შესარჩევ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 7-7 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

0.112391