ფეხბურთი

13:20 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა უეფას თურქეთის ნაკრების დასჯა სთხოვა

საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, როქსანა მარასინიანუმ, სამხედრო მისალმებისთვის, უეფას თურქეთის ნაკრების დასჯა მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში საფრანგეთისა და თურქთის ნაკრებებს შორის (1:1), თურქმა ფეხბურთელებმა სირიაში მყოფი თურქეთის ჯარის მხარდასაჭერად სამხედრო მისალმების იმიტაცია გააკეთეს.

„მადლობას ვუხდი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და პოლიციას, მატჩის მიმდინარეობისას კარგი მუშაობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. თურქმა ფეხბურთელებმა სამხედრო მისალმების იმიტაცია გააკეთეს, რაც სპორტულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. უეფას ვთხოვ, მათ სანქციები დაუწესოს.

შესარჩევი ეტაპი ჯერ გავლილი არ არის, მაგრამ საფრანგეთი სწორ გზაზე დგას. ვულოცავ ჟირუს შესანიშნავ გოლს, რომელმაც ის პლატინის კიდევ უფრო დააახლოვა.“ - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე ქალბატონმა მარასინიანუმ.

0.133877