ფეხბურთი

9:50 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: „ვიღაცისთვის თამაშის ორჯერ შეწყვეტა, ეტყობა ცოტაა“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ჟურნალისტებს იმ რასისტული სკანდალის შესახებ ესაუბრა, რომელიც სოფიაში, ბულგარეთი - ინგლისის (0:6) ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის დროს მოხდა.

ტრიბუნებიდან ბულგარელი ქომაგები რასისტულ სიტყვებს ყვიროდნენ, რის გამოც მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში, მეორე პაუზისას კი გუნდები მინდვრიდან გაიყვანა. თუმცა, შემდეგ მატჩი მაინც გააგრძელა.

„ვიცით, რომ ასეთი რასისტული გამოხტომები დაუშვებელია. მაგრამ, ვფიქრობ, ღირსეული პასუხი გავეცით მათ გამანადგურებელი მოგებით. ვიღაცისთვის თამაშის ორჯერ შეწყვეტა, ეტყობა ცოტაა. მინდა გითხრათ, რომ უეფას ჩინოვნიკები ძალიან გულისხმიერები გამოდგნენ. ჩვენ მყის ვაცნობეთ, რაც გავიგონეთ და შემდეგ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვურთიერთობდით მათთან.“ - უთხრა საუთგეიტმა L'Equipe-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133094