ფეხბურთი

0:52 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გოლი და გამარჯვება აუცილებელია"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გიბრალტართან რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ სამ ქულას გეგმავს. სლოვაკმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ დანიასთან და ირლანდიასთან ქულის მოპოვების მიუხედავად, ამჯერად შეტევაში უკეთესად უნდა ითამაშოს და გოლიც აუცილებლად გაიტანოს.

„ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის.

შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიბრალტარი - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.113728