ფეხბურთი

20:12 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია - არგენტინის შეხვედრა საუდის არაბეთში

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები 15 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. როგორც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაკრებები ერთმანეთს ერთი წლის წინაც სპარინგ შეხვედრაში ასევე საუდის არაბეთში, ოღონ ჯიდაში შეხვდნენ და მაშინ „სელესაომ“ მირანდას გოლით მოიგო.

ბოლო დაპირისპირება კი, „სელესაოსა“ და „ალბისელესტეს“ შორის ზაფხულში კოპა ამერიკის ნახევარფინალში გაიმართა და მაშინაც ბრაზილიამ მოიგო გაბრიელ ჟესუსისა და რობერტო ფირმინოს გოლებით (2:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115145