ფეხბურთი

15:58 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან

სტამბოლს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიკელე უვამ Radio 1-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ აუცილებლად განიხილავენ.

შესაძლო მკაცრი სანქციის მიზეზი კი, თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო აგრესიაა.

„ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა სპორტული თვალსაზრისით ძლიერი ქმედებაა. ჩვენ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა ნათელია, რომ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან და აღმასრულებელ კომიტეტთან ერთად სიტუაციას შევაფასებთ. ამ ეტაპზე კი, მსგავსი დონის სანქციაზე საუბარი ნაადრევია. სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთისგან ვმიჯნავთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რაზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ფინალის მასპინძლის სტატუსის ჩამორთევის დროს კი, ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი“, - თქვა უვამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 30 მაისს, სტამბოლში, „ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზეა“ დაგეგმილი. ჯერჯერობით შესაძლო გაუქმების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები არ გაჟღერებულა.

სტატისტიკა
0.284678