თამაშგარე

11:45 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუპერმარიო ბითაძემ ახალწვეულთა ვოკალური კონკურსი მოიგო (+VIDEO)

სანამ სეზონი დაიწყებოდეს, ნბა-ში სხვადასხვა შოუები იმართება და ერთ-ერთი ასეთი ამბის მთავარი გმირიც გოგოა ბითაძე გახდა. ნბა-ს გასულ დრაფტზე არჩეულმა ახალწვეულებმა გულშემატკივართათვის შოუ დადგეს, სადაც პოპულარული ჰიტები შეასრულეს. გამარჯვებული გახდა “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, რომელიც გასულ დრაფტზე ინდიანაპოლისელებმა მე-18 ნომრად აიყვანეს.

კომპიუტერული თამაშის გმირ სუპერმარიოს ფორმაში გამოწყობილმა ქართველმა ცენტრმა კრისტინა აგილერას სიმღერა, Genie In a Bottle შეასრულა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბითაძის მთავარმა კონკურენტმა, უკვე სუპერვარსკვლავად შერაცხულმა ზაიონ უილიამსმა სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნიჭი ვერ გამოავლინა. დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა “ნიუ ორლეანის” ახალწვეულმა უიტნი ჰიუსტონის I Wanna Dance with Somebody შეასრულა, თუმცა მელოდიას ვერ აჰყვა და სიმღერის ტექსტსაც ტელეფონიდან კითხულობდა.

GBF.Ge

0.133917