ისტორია

9:19 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

14 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1873. დაიბადა ჟიულ რიმე. ფრანგი ჟურნალისტი, რელიგიური (ქრისტიანული) აქტივისტი, პარიზის საფეხბურთო კლუბ “რედ სტარის” დამაარსებელი. მოგვიანებით გახდა საფეხბურთო ფუნქციონერი. იყო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ფიფას დაარსების ინიციატორი. 1921-54 წლებში იყო ფიფას პრეზიდენტი. 1950-70 წლებში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასს ჟიულ რიმეს სახელი ეწოდებოდა. 1970 წელს, მექსიკის მუნდიალის მოგების შემდეგ, ეს პრიზი სამუდამო მფლობელობაში ბრაზილიას გადაეცა. ჟიულ რიმე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფუნქციონერად ითვლება. გარდაიცვალა 1956 წლის 16 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905. ესპანეთის სამხრეთ პროვინცია ანდალუსიის ქალაქ სევილიაში დაარსდა ამავე სახელწოდების გუნდი. კლუბი ქალაქის გუბერნატორის ბრძანებით დაარსდა. “სევილია” 1946 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 1935, 1939, 1948 და 2007 წლებში დაეუფლა ქვეყნის თასს. 2006 და 2007 წლებში მოიპოვა უეფას თასი, 2006-ში კი ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა.

1917. შედგა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. ურუგვაიში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა სულ ოთხმა ნაკრებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ და ურუგვაიმ მიიღეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ არგენტინელები და შეჯიბრების მასპინძლები შეხვდნენ. ანგარიში 62-ე წუთზე ურუგვაელმა ეკტორ სკარონემ გახსნა. მალე ტრავმა მიიღო მასპინძელთა მეკარემ საპორიტიმ და ვინაიდან იმ დროს შეცვლა დაშვებული არ იყო, კარში ადგილი ვარელამ დაიკავა. არგენტინელებმა ანგარიში გაყაიმება ვერ შეძლეს და სამხრეთ ამერიკის პირველი ჩემპიონი ურუგვაი.

1949. ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, პატ ვალენტინო მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968. ამერიკელმა სპრინტერმა ჯონ ჰაინსმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9.95).

1970. “კლივლენდ კავალიერზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი მატჩი ჩაატარა და “ბუფალო ბრეივზთან” 92:107 წააგო.

1978. “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე დენის პოტვინმა 3 წუთსა და 21 წამში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

1979. უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი შაიბა გაიტანა.

1986. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები ორწლიანი ინტერვალით ტარდება.

1988. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა კონტრსაჩივარი შეიტანა მისი ყოფილი მეუღლის, რობინ გივენსის მიერ სასამართლოში აღძრული საჩივრის საპასუხოდ.

1991. “ნიუ იორკ რეინჯერსის” მარჯვენა ფლანგელმა მაიკ გარდნერმა თავის კარიერაში მეხუთასე შაიბა გაიტანა.

1992. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, იურანის გოლის წყალობით, ისლანდიას 1:0 მოუგო.

1998. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთთან 0:3 წააგო. გოლები მახლასმა, ლიბეროპულოსმა და უზუნიდისმა გაიტანეს. შეხვედრა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მას 15 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ტოგონიძე, კალაძე, კობიაშვილი, შელია, შეყილაძე, ყაველაშვილი (გახოკიძე), ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე. ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა.

2006. “რედინგის” ფორვარდთან სტივენ ჰანტთან შეტაკებისას თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო “ჩელსის” გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა. იგი მწყობრში მომდევნო წლის 20 იანვარს ჩადგა და მას შემდეგ მოყოლებული დამცავი ჩაფხუტით ასპარეზობს. საინტერსოა აღინიშნოს, რომ იმავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო ჩეხის შემცვლელმა იტალიელმა მეკარე კარლო კუდიჩინიმაც.

2007. ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა შესაბამისი წერილები სეოკ-ის წევრებსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგეს გაუგზავნა.

2007. ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2009. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სოფიაში ბულგარეთის ნაკრებთან 2:6 წააგო. ქართველთაგან გოლები დვალიშვილმა და კობიაშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრებს არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1873. ჟიულ რიმე. ფრანგი ჟურნალისტი, რელიგიური (ქრისტიანული) აქტივისტი, პარიზის საფეხბურთო კლუბ “რედ სტარის” დამაარსებელი. მოგვიანებით გახდა საფეხბურთო ფუნქციონერი. იყო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ფიფას დაარსების ინიციატორი. 1921-54 წლებში იყო ფიფას პრეზიდენტი. 1950-70 წლებში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასს ჟიულ რიმეს სახელი ეწოდებოდა. 1970 წელს, მექსიკის მუნდიალის მოგების შემდეგ, ეს პრიზი სამუდამო მფლობელობაში ბრაზილიას გადაეცა. ჟიულ რიმე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფუნქციონერად ითვლება. გარდაიცვალა 1956 წლის 16 ოქტომბერს.

1873. რეი ევრი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე, სიმაღლეზე და ადგილიდან ხტომაში 1900, 19004, 1906 და 1908 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს 10 მედალი.

1899. ალან უომბორდი. ამერიკელი ბობსლეისტი. 1932 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ორადგილიანი ბობი).

1940. ანზორ მარტყოფლიშვილი. ქართველი ფალავანი. გამოდიოდა ძიუდოსა და სამბოში. ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971). სამბოში 1970 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86). იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-2001) და გენერალური მდივანი (2001 წლიდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.

1950. შილა იანგი. ამერიკელი მოციგურავე ქალი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1952. ნიკოლაი ანდრიანოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს 7 მედალი. მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი.

1953. იოსებ ბერიშვილი. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის 1974 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა (1976) და ბრინჯაოს (1974) მედლები. ევროპის თასის მფლობელი (1976). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1976, 1977), მეორე (1974) და მესამე (1978) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1959. ალექსეი კასატონოვი. რუსი ჰოკეისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. გამოდიოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

1969. ვიქტორ ონოპკო. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებების, დონეცკის ”შახტიორის”, კიევის ”დინამოს”, მოსკოვის ”სპატაკის”, ”ოვიედოს”, ვლადიკავკაზის ”სპარტაკ-ალანიას”, რამენსკოეს ”სატურნის” ფეხბურთელი. 1992 და 1993 წლებში დაასახელეს რუსეთის საუკეთესო მოთამაშედ. 1994 და 2002 წლების მსოფლიოსა და 1992 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

1862. ჯეიმს კრეიტონი. ბეისბოლისტი. გარდაიცვალა მატჩის მსვლელობისას.

0.160959