ჩოგბურთი

16:48 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შანხაის მასტერსის გამარჯვებული დანილ მედვედევი გახდა (+VIDEO)

ჩინეთში გამართული შანხაის საჩოგბურთო მასტერსი დანილ მედვედევმა მოიგო. რუსმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და აღსანიშნავია, რომ ზვერევმა მეტოქეს მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა.

ამ შეხვედრამდე აღნიშნული წყვილი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედროდნენ და ოთხივე დაპირისპირებაში გერმანელს ჰქონდა მოგებული. თუმცა, ამჟამად რუსმა სპორტსმენმა ნავსი გატეხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მედვედევმა 995 ქულა გამოიმუშავა და მიმდინარე რეიტინგში 5920 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128766