ფეხბურთი

14:12 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ შესაძლოა "ლივერპულთან" ითამაშოს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაცია Mirror-ი ავრცელებს.

პოგბამ ფეხის ტრავმა ლონდონის "არსენალთან" მატჩში მიიღო და ამის გამო ეროვნულ ნაკრებში ვერ გამოიძახეს. პოლი მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და "ლივერპულთან" დაპირისპირებამდე ერთი კვირაა დარჩენილი.

მიმდინარე სეზონში პოგბმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი რვა მატჩის შემდეგ პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე ცხრა ქულით იმყოფება.

თეგებიპოლ პოგბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105299