ფეხბურთი

12:55 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დეშამს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დიდიე დეშამის ეროვნულ ნაკრებში მუშაობით კმაყოფილია და კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება სურს. დეშამს ამჟამინდელი ხელშეკრულებით ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა დატოვოს, თუმცა როგორც L`Equipe იუწყება, მხარეები მოლაპარაკებას დაიწყებენ და შესაძლოა დეშამი ნაკრებში კიდევ ორი წლით დარჩეს.

დეშამმა "მამლები" 2012 წელს ჩაიბარა. 2016 წელს საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა პორტუგალიასთან წააგო. 2018 წელს კი რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი "მამლების" ტრიუმფით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117908