ფეხბურთი

0:57 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის რეკორდი

სერხიო რამოსმა იკერ კასილიასის მიღწევა გააუმჯობესა და ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

„ფურია როხას“ კაპიტანმა პირინელთა მაისური 168-ჯერ მოირგო, რაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. იკერ კასილიასის აქტივში კი, 167 თამაში დარჩა.

რამოსმა ესპანელთა რიგებში პირველად 2005 წელს ითამაშა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. ხსენებულ 168 შეხვედრაში სერხიომ 21 გოლი გაიტანა, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.143976