ფეხბურთი

0:28 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში რეკორდი დაამყარა

13 ოქტომბერს, ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურად ნიგერიას გაეჯიბრება. ნეიმარისთვის ეს 101-ე მატჩი იქნება ეროვნული გუნდის მაისურით.

გასულ კვირაში ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ბრაზილიის ნაკრებში 100 მატჩი ჩაუტარებია (სენეგალთან 1:1). ამ დღეს ნეიმარი 27 წლის, 8 თვისა და 5 დღის იყო. შეგახსენებთ, რომ თვით პელესაც კი არ აქვს 100 შეხვედრა ჩატარებული „სელესაოში.“ მან 92 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მაშინ საფეხბურთო კალენდარი, სანაკრებოს ჩათვლით, ასეთი გადატვირთული არ იყო.

ამ მხრივ, „პენტაკამპეონთა“ ლიდერი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი კაფუა (142 მატჩი), შემდეგ რობერტო კარლოსი (125), დანი ალვეში (116), ლუსიო (105), ტაფარელი (101), რობინიო და ნეიმარი (100).

„ყველაზე ბედნიერ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა. ვამაყობ ამ მიღწევით და მომავალშიც მინდა ჩემი სახელი ჩავწერო ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. კიდევ არის რაღაც-რაღაცეები, რაც არ მომიგია. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონობა.“ - განახცადა ნეიმარმა.

0.158594