ფეხბურთი

20:10 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი "ორლანდო სიტის" ჩაბარებასთან ახლოსაა

სანტიაგო სოლარის და "ორლანდო სიტის" მოლაპარაკება ფინალურ ფაზაშია. აღნიშნულ ინფორმაცია AS-ი ავრცელებს. ამერიკულმა კლუბმა მთავარი მწვრთნელი ჯეიმს ო`კონორი წარუმატებელი სეზონის გამო გაათავისუფლა. "ორლანდო სიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე გავიდა და პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

სოლარი "რეალს" 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა. სანტიაგოს გუნდმა 28 მატჩიდან 18 მოიგო და რვა წააგო. პირველი გუნდის გარდა სოლარი "რეალის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119652