ფეხბურთი

18:07 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

U19: საქართველომ ზედიზედ მეორედ მოიგო და ჯგუფში ლიდერია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

„პატარა ჯვაროსნებმა“ უნგრეთის სტუმრად ძლევის შემდეგ ყაზახეთს აჯობეს - 3:1. ქართველები უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და პირველი ტაიმის ბოლოს სერიოზული უპირატესობაც მოიპოვეს.

ანგარიში გიორგი იაკობიძემ გახსნა, ორი წუთის შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილმა პენალტით სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ყაზახებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ 65-ე წუთზე იაკობიძემ დუბლი შეასრულა, ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შედეგად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, ხორვატიასთან გამართავს.

საქართველო - ყაზახეთი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0იაკობიძე (40), 2:0 დავითაშვილი (42, პენ), 2:1 ჟაკსილიკოვი (48), 3:1 იაკობიძე (65)

0.112509