კალათბურთი

14:44 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს ახალი სეზონის ციკლში მორიგი მატჩი დღეს, „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 105:87 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელის გუნდის უპირატესობა თვალსაჩინო იყო და მაკმილანის გაწვრთილმა ბიჭებმა მხოლოდ მეოთხე მეოთხედი დათმო. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გოგამ თამაშამდე 1 დღით ადრე მსუბუქად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური „ინდიანა პეისერსს“ გარკვეული პერიოდი სავიზო პრობლემების გამო ვერ ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ კოჭის ტრავმა მიიღო და გუნდს აღნიშნული მიზეზით დააკლდა. უცხოური მედიის ინფორმაციით კი ბითაძემ შესაძლოა 16 ოქტომბერს, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ გასამართ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

0.151651