ფეხბურთი

12:07 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონემ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ატლეტიკოს" გრიზმანზე და გოდინზე მეტად დააკლდა

მადრიდის „ატლეტიკო“ ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი და ლუკას ერნანდესი გამორჩეულები არიან.

„როხიბლანკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მის გუნდს ყველაზე მეტად ფრანგი მცველი დააკლდა. იმისდა მიუხედავად, რომ გრიზმანი და გოდინი მადრიდელთა უპირობო ლიდერები იყვნენ.

„ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკლისი ლუკას ერნანდესის წასვლაა, რომელიც ჩვენს აკადემიაში გაიზარდა. მისი წასვლა უფრო მტკივნეულია, ვიდრე გირზმანის ან გოდინის“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკას ერნანდესი ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.108944