ფეხბურთი

23:48 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიომ "პარმასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კოტდივუარელმა შემტევმა ჟერვინიომ "პარმასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აფრიკელი მოთამაშე "პარმაში" გასულ წელს ჩინური კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში ჟერვინიომ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი რვა მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.

თეგებიჟერვინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114543