ფეხბურთი

16:55 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მაკარტი: "სწორად გამიგეთ, საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით"

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საქართველოსთან მატჩის წინ პრეკოსნფერენცია გამართა და კომენტარი გააკეთა.

ირლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგი გუნდია, თბილისში მხოლოდ სამი ქულისთვის იმყოფებიან, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურთ.

„გთხოვთ, რომ სწორად გამიგოთ, საქართველო ძალიან კარგი გუნდია, დანიასთან თამაშს ვუყურეთ და არამხოლოდ ქულას, არმედ გამარჯვებას იმსახურებდა და ეს არ იქნებოდა მოულოდნელობა. თუმცა, ჩვენ დანიაშიც სამი ქულისთვის ჩავედით და იგივე იქნება აქაც, მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე.

ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო. თუმცა, ეს დიდი პრობლემა არაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი როლით ითამაშეს განვლილ მატჩებში. მაგრამ ახლა შანსი სხვებს მიეცემათ და დარწმუნებული ვარ შანსს სათანადადო გამოიყენებენ“, - განაცხადა მაკარტიმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ირლანდიის მატჩი 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13646