ფეხბურთი

10:47 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი „მანჩესტერს“ მანჯუკიჩისა და ბეილის შეძენას ურჩევს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი შემტევი, დიმიტარ ბერბატოვი, კლუბის ხელმძღვანელობას „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩისა და „რეალის“ შუახაზელის, გარეთ ბეილის შეძენას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას ურჩევს.

„მანჩესტერს“ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ გამოცდილებიც სჭირდებათ. მაგალითად, მანჯუკჩი. ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა. მართალია, ინგლისში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ, ვფიქრობ მალე მიეჩვევა.

იბრაჰიმოვიჩი 34 წლის იყო, როცა „მანჩესტერთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. მანჯუკიჩიც ამ ასაკისაა და ვიმედოვნებ, ასეთივე დადებით გავლენას მოახდენს გუნდზე. მანჯუკიჩს პლუს მარსიალი, რაშფორდი და გრინვუდი, უკვე სერიოზული ძალაა.

რაც შეეხება ბეილს. ის უკვე ამბობდა, რომ „რეალიდან“ წასვლა სურს. მისი ისტორია საპნის ოპერას დაემსგავსა. ნეტავ რომელ სერიას ვუცქერთ ახლა?

ოდესმე დატოვებს ის „რეალს“? ძალიან მინდა ისევ ინგლისში დაბრუნდეს. „მანჩესტერში“ ან „ტოტენჰემში.“ - ციტირებს ბულგარელის სიტყვებს Four-Four-Two.

0.17324