ფეხბურთი

1:17 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ხუთშაბათს შეუერთდა, ირლანდიასთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

ქართველი ფეხბურთელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ „ჯვაროსნების“ ამჟამინდელ შემადგენლობას კელტთა ძლევა შეუძლია.

„ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, რომ შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და ირლანდიასთან სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს.

ვფიქრობ, დროა წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. „დინამო არენაზე“ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ მათ წინააღმდეგ და შედეგიც აუცილებლად იქნება“, - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველო - ირლანდიის შეხვედრა 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.

0.112333