ფეხბურთი

18:50 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: "რეალში" თამაშის წინ ლუდით და ღვინით ვახდენდით კონცენტრაციას"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა გაიხსენა, რომ „სამეფო კლუბში“ ღვინოსა და ლუდს თავისუფლად შეექცეოდა.

„როდესაც „რეალის“ მწვრთნელი ვანდერლეი ლუშემბურგო იყო, თამაშამდე კონცენტრაციას ლუდისა და ღვინის სმით ვახდენდით. მაგიდაზე ყოველთვის იდო ორი ბოთლი. მე და რონალდო მწვრთნელს ვეუბნებოდით: „პროფესორო, აქ ხალხს საკუთარი ჩვევები აქვს, ვახშმამდე ბოთლების მაგიდიდან აღება პრობლემებს შექმნის“. და რა გააკეთა მან? ჯერ ლუდი ამოიღო, შემდეგ ღვინო, ეს სამი თვე გრძელდებოდა. ფეხბურთის სამყარო პატარაა, ახალმა ამბებმა კლუბის ხელმძღვანელობამდე მიაღწია“, - თქვა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ ლუშემბურგო „რეალში“ 2005-2006 წლებში მუშაობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ესპანეთის დედაქალაქი უსახელოდ დატოვა.

0.116124