სხვა

18:14 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე მიემგზავრება

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე.

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC ) ეგიდით, კატარის დედაქალაქი დოჰა 12-16 ოქტომბერს უმასპინძლებს და მასში სპორტის 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სპორტსმენები გამოვლენ სპორტის ერთ სახეობაში - ქვიშის ჭიდაობაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა

(დოჰა, კატარი 12-16 ოქტომბერი)

ოლიმპიური სოფელი

ქვიშის ჭიდაობა

  • ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
    ●დავით ხუციშვილი (80 კგ)
    ●დავით მარსაგიშვილი (90 კგ)
    ●მამუკა კორძაია (+90 კგ)
  • ჯემალ კილაძე - მწვრთნელი

ადმინისტრაცია

  • გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
  • ზურაბ კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრები გუნდის მთავარი ექიმი

ოლიმპური სოფლის გარეთ

  • ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
  • ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
  • ლაშა ლომიძე - საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

თამაშების დასრულების შემდეგ, 17 ოქტომბერს დოჰაში ჩატარდება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) - ის გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.

საქართველოს დელეგაცია ქვიშის მსოფლიო თამაშებზე გაემგზავრება 11 ოქტომბერს.

geonoc.org.ge

0.114025