რაგბი

12:22 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბის მსოფლიო თასის ვარსკვლავები გაერთიანდნენ #KEEPRUGBYCLEAN (სუფთა რაგბის) ინიციატივის მხარდასაჭერად

2019 წლის მსოფლიო თასთან ერთად, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია როგორც ტელე მაუწყებლობის ისე სოციალური მედიის მომხმარებლების რაოდენობით, სუფთა რაგბის კვირეული უზრუნველყოფს მომავალი თაობის განათლებას რათა თავიდან იქნას აცილლებული დოპინგის საფრთხე და შევინარჩუნოთ თანაბარი სათამაშო პირობები ყველა სპორტსმენისთვის.

Keep Rugby Clean (შევინარჩუნოთ სუფთა რაგბი) აღიარებულია მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ როგორც სპორტის ერთერთი ლიდერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელმაც მისი არსებობიდან, 2005 წლიდან მოიცვა თითქმის 20 000 მოთამაშე და გუნდის მენეჯმენტი.

მსოფლიო რაგბი მართავს ძლიერ ანტი–დოპინგურ პროგრამას და მსოფლიო თასი 2019–ის მონაწილე ყველა ნაკრებს ტურნირამდე ჩაუტარდა ტესტირება, ყველა ქვეყანაში ეროვნული ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ.

მსოფლიო რაგბის მიერ გამოცემულია 2 ახალი საგანმანათლებლო კლიპი მონაწილეებისთვის, რომელიც ეხება საკვებ დანამატებს და თუ როგორ ავიცილოთ თავიდან რისკები სპორტულ დანამატებთან დაკავშირებით.

site.rugby.ge

0.113596