თამაშგარე

11:18 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერი აჭორავდა

ძველი თაობის ფეხბურთის ქომაგებმა კარგად უწყიან იტალიელი აწუკვე ვეტერანი ფეხბურთელის, კრისტინ ვიერის ოღრაშობანი. ხოლო ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ კაცის ფრთაგაშლის ამბები აქვე გეტყვით, რომ ვიერი ის კაცია, რომელმაც თავის დროზე არაერთი სატრფო გამოიცვალა და მასზე უარის თქმა დღესაც ბევრს უჭირს.

ამასწინათ ვიერი იტალიის ერთ-ერთ გასართობ არხზე მიიწვიეს, სადაც მას მამაილა ჟურნალისტებმა დეტალურად გამოკითხეს თავისი წარსული ამბები. ვიერიმაც თავპატიჟდაუდებლად მოაღო პირი და ისეთები ილაპარაკა, მრავალ ასულს აუფორიაქა ამჟამინდელი ქმარი, საყვარელი და აუწეწა დაწყობილი ცხოვრება.

ზოგადად კრისტიან ვიერის ავყიობა და ზედმეტი ლაყაფის სიყვარული აქამდე არ ახასიათებდა, მაგრამ როგორც ჩანს წლების მატებამ ზედმეტი ღაჯუნი მასაც შეაყვარა. არადა დრო იყო, როდესაც ეს მხნე მამრი ყოველგვარ ლაპარაკს საქმეს ამჯობინებდა და ეს “საქმე“ ჰაი ჰაი რომ დიდებული რამ იყო.

0.169533