სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

13:25 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი თქვენს ეზოში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის ნომერ 51-ში მაცხოვრებლები გუშინ საღამოს უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. მათ ეზოში მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ და პირველად საქართველოში, ქუჩის რაგბის საჩვენებელი მატჩი გამართეს.

ეზოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომლის სიგრძე-სიგანე 25-20 მეტრი იყო, ერთმანეთს სამი ოთხკაციანი გუნდი ეთამაშებოდა, რომელთა შორის ვეტერანი და მოქმედი ბორჯღალოსნები იყვნენ. ქუჩის რაგბი უკონტაქტოა, შეტევა ორი ხელის დადებით ჩერდება და ის სრულიად უსაფრთხოა. თითო გუნდს, ლელოს გასატანად ექვსი შეტევა აქვს და თუ მიზანს ვერ მიაღწევს, ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა.

„ირლანდიაში გამართულ რაგბის ფორუმზე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთ მიმართულებად ქუჩის რაგბის განვითარება დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ რაგბის არსი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით რაგბზე სიარულს ვერ ახერხებენ. ეს იდეა ძალიან მოეწონა ბატონ გოჩა სვანიძეს, რომლის უშუალო ინიციატივითა და დახმარებით, დღეს ქუჩის რაგბს ყაზბეგის 51-ის მცხოვრებლები ეზიარნენ“ - ამბობს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე, რომელიც ამ თამაშის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გეგე კეკელიძესა და ირაკლი გეგენავასთან ერთად და მათ ქუჩის რაგბი თავადაც ითამაშეს.

ადგილობრივ და მეზობელ ეზოებში მაცხოვრებლებში თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, მას თვალი 100-მდე ადგილობრივმა მიადევნა. თამაშების პარალელურად, მისი მონაწილეები მაყურებლებს რაგბის წესებს აცნობდნენ, ბოლოს კი, ადგილობრივ ბავშვებს საჩუქრად ბურთები დაუტოვეს და ამიერიდან ყაზბეგის 51-ში რაგბის თავად ითამაშებენ.

უახლოეს პერიოდში საჩვენებელი თამაშები თბილისის სხვადასხვა უბნებსა და ეზოებში გაიმართება, მოგვიანებით კი, ამ მიმართულებას რეგიონის მაცხოვრებლებიც ეზიარებიან.

ქუჩის რაგბის წესები და პრინციპები

1) მოედანი: თბილისის უბნების ხელოვნურ საფარიანი მოედანი. თუ სხვა მოედანზე

მიმდინარეობს თამაში მაშინ მოედანი უნდა იყოს: სიგრძეში 30 მეტრიდან 50 მდე.

სიგანეში 20 მეთრიდან 25 მეტრამდე. დიდ მოედანზე თამაშის შემთხვევაში ყოველ 5

მეტრზე სიგანეში უნდა ვიანგარიშოთ 1 კაცი. მაგალითად: 20 მეტრის სიგრძის

მოედანზე, 4 კაცი. და ა.შ.

2) თითო გუნდი შედგება 4 მოთამაშისგან.

3) შემტევ გუნდს აქვს 6 გათამაშება.

4) პირველი გათამაშება ხდება მიწაზე დადებული ბურთის ხელში აღებით.

5) შეტევაში ფეხით თამაში არ არის ნებადართული.

6) თუ დაცვა 2 ხელს დაგვადებს, უნდა გავჩერდეთ და ბურთი დავდოთ მიწაზე

(ფეხებს შორის) იმ ადგილას სადაც დაცვამ ხელი დაგვადო.

7) ბურთის მიწაზე დადების შემდეგ უნდა გავაკეთოთ 2 ნაბიჯი წინ დაცვისკენ.

8) ყოველი 2 ხელის დადების შემდეგ, დაცვამ უნდა დაიხიოს 2 მეტრით უკან და ისე

განაახლოს თამაში.

9) შეტევაში თამაშის განახლება ხდება: ბურთის ჩამდების გარდა სხვა ნებისმიერი

მოთამაშის მხრიდან ბურთის მიწიდან აღებით.

10) ბურთის ძირს ჩამდებს აქვს საშუალება ითამაშოს ბურთით იმ მომენტიდან როცა ის

ბურთიანის უკან ჩამოვა.

11) ბურთის მიწიდან აღების შემდეგ შემტევს შეუძლია შეუტიოს თვითონ ან ბურთი

გადასცეს თანაგუნდელს.

12) 6 გათამაშების შემდეგ ბურთი ხდება მოწინააღმდეგე გუნდის.

13) თუ შეტევაში ბურთი გადავეცით წინ ან ბურთი წინ დაგვივარდა, ბურთი ხდება

მოწინააღმდეგის.

14) ლელოს დადების შემთხვევაში ბურთი გადადის მოწინააღმდეგესთან.

15) ყოველი ლელოს შემდეგ თამაში განახლდება ცენტრიდან. ( დაცვა დგება 2 მეტრის

მოშორებით)

16) ყოველი თამაში გრძელდება 15 წუთი. (თავის გაჩერებებით)

17) ყოველს შეხვედრას განსჯის მსაჯი რომელიც იქნება არჩეული ორივე გუნდის მიერ.

18) ყველანაირი უხეშობა ან უზრდელობა: მსაჯის, მოწინააღმდეგის, თანაგუნდელის ან

მაყურებლის, ისჯება მოედნიდან გაძევებით თამაშის ბოლომდე.

19) მსაჯის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება.

20) ლელოს გატანა ხდება საპირისპირო ბადეზე ბურთის დადებით.

21) ლელო არის 1 ქულა.

22) შეცვლები კეთდება მსაჯის ნებართვით ნებისმიერ დროს.

23) შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავია.

24) შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია ხელახლა დაბრუნდეს მოედანზე.

25) ყოველ გუნდს აქვს საშუალება 1 ტაიმ-აუტის გამოყენების, რომელის

ხანგრძლივობაა 1 წუთი.

26) ბიჭებს და გოგონებს აქვთ უფლება ითამაშონ როგორც ერთ ისე საწინააღმდეგო

გუნდში.

27) სათამაშო ბურთი შეიძლება იყოს როგორც რაგბის ისე სხვა ნებისმიერი ბურთი.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.134276
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X