სხვა

12:53 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია CAS-ის ანტისადოპინგო განყოფილებასთან ითანამშრომლებს

შვიდმა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციამ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) ანტისადოპინგო განყოფილებასთან (ADD) თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ხელმომწერთა შორისაა ტრიატლონის საერთაშორისო კავშირი (ITU), თხილამურობის საერთაშორისო ფედერაცია (FIS), მსოფლიო მშვილდოსნობა (WA), ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (FISA), ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაცია (ISSF), ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIL), ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაცია (IBSF).

შეთანხმების თანახმად, ანტისადოპინგო განყოფილება დაკავდება აღნიშნულ საერთაშორისო ფედერაციებში ანტისადოპინგო წესების დარღვევათა გამოძიებით.

CAS-ის ანტისადოპინგო განყოფილება შეიქმნა ანტისადოპინგო საკითხების განსახილველად და გადაწყვეტილებათა მისაღებად.

geonoc.org.ge

0.149755