ფეხბურთი

10:16 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ისლანდიასთან და თურქეთთან ვერ ითამაშებს

პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების შემტევი კილიან მბაპე ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში ისლანდიასთან და თურქეთთან ვერ დაეხამრება, აღნიშნულ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 20 წლის ფრანგ შემტევს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშებს. მბაპეს ნაკრებში "მიუხენგლადბახის" ფეხბურთელი ალასან პლეა ჩაანაცვლებს.

კილიანს საფრანგეთის ნაკრებში 33 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. "მამლები" ისლანდიას 11 ოქტომბერს გასვლაზე ეთამაშებიან, ხოლო თურქეთს 14 ოქტომბერს შინ მიიღებენ.

0.132006