თამაშგარე

11:48 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზმანი იურისტის დიპლომით

გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ნიჭის შესახებ? ამასთანავე გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ სილამაზეზე? მაშ მოაპყარით თვალნი ამ ტექსტს და გვსურს გაგაცნოთ ჩრდილოეთ ირლანდიის მკვიდრი ლამაზმანი, მოდელი და (თქვენ წამოიდგინეთ) იურისტი ლაურა ლექოლი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების ნამდვილი თილისმაცაა.

ლაურა ლექოლის იურისტობა ბრიტანეთის ბულვარული ავყია მედიისთვის ადრე დიდი ქილიკისა და სჯა-ბაასის საგანი იყო, თუმცა ამ პირმშვენიერმა გოგონამ როდესაც შეძლო და ადვოკატის რანგში მნიშვნელოვანი ფინანსური ტიპის საქმე მოიგო - ყველა გაჩუმდა და ლაურას სხვამხრივი ნიჭიც აღიარეს.

რაც შეეხება ლაურა ლექოლის ქომაგობას, გაგიკვირდებათ და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თილისმის წოდებას ასეთი მრავალმხრივი გოგონა მტკიცედ ფლობს და ჯერჯერობით ვერავინ ბედავს ამ მხრივაც პირველობა აართვას. ვინმე შეედავება და კანონთა წიგნი სულ თან დააქვს. გადაშლის და უკვე იცის საგანი!

0.13289