ფეხბურთი

15:48 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „მილანმა“ ჯამპაოლო დაითხოვა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, მარკო ჯამპაოლო, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან დაითხოვეს. მოკლე ხანში კლუბი, ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს - წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, Sky Sports-ის ექსპერტი ტრანსფერების სფეროში, ფაბრიციო რომანო.

სავარაუდოდ მისი შემცვლელი სტეფანო პიოლი იქნება, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი „ფიორენტინა“ იყო.

ჯამპაოლომ „მილანი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზო შეცვალა. თუმცა საქმეები კარგად ვერ წაუვიდა. 7 ტურის შემდეგ, 9 ქულით, სერია A-ს ცხრილში „მილანი“ მე-10 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120858