სხვა

14:43 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC ცდილობს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებულ გუნდად მონაწილეობის იდეას შეუწყოს ხელი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC ცდილობს ხელი შეუწყოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ცალკეულ სახეობებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებულ გუნდად მონაწილეობის იდეას.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვაგრძელებთ მათი სპორტსმენების მხარდაჭერას. ცალკეულ სახეობებში გაერთიანებული გუნდით გამოსვლა ორი ოლიმპიური კომიტეტის მოლაპარაკებათა საკითხია. IOC მათ საკუთარ აზრს თავს ვერ მოახვევს. ვცდილობთ, გაერთიანებული გუნდით გამოსვლის იდეის წინ წამოწევას. თუ შეთანხმდებიან, IOC- შესაბამისი თხოვნით მიმართავენ," - განმარტავს IOC-ის პრეზიდენტი.

2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა თამაშების გახსნაზე გაერთიანებული გუნდით წარსდგა, ასევე ერთიანი გუნდით იასპარეზეს ქალთა ჰოკეიში, სადაც ბოლო - მერვე ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა კალათბურთში, ძიუდოში (გუნდური პირველობა) და ნიჩბოსნობაში ერთიანი გუნდით ასპარეზობას განიხილავდნენ.

geonoc.org.ge

0.15521