ფეხბურთი

10:51 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლიონმა“ სილვინიო დაითხოვა

ფრანგულმა „ლიონმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ მთავარ მწვრთნელ სილვინიოსთან კონტრაქტს წყვეტს. ჯერჯერობით გუნდის საწვრთნელ პროცესს სილვინიოს ასისტენტი, ჟერალდ ბატიკლი გაუძღვება. მის მუშაობას თვალს კლუბის სპორტული დირექტორი, ჟუნინიო პერნამბუკანო მიადევნებს.

ფრანგული ლიგა 1-ის მეცხრე ტურში, „ლიონმა“ 119-ე დერბიში „სენტ ეტიენთან“ წააგო (0:1) და 9 ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი კი „პარი სენ-ჟერმენია,“ რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.

„არსენალის,“ „ბარსელონსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სილვინიომ, სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო. „ლიონი“ კი წლეულს მაისში ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118055