თამაშგარე

11:48 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა ამბობს, რომ თმებს ყალყზე დაგვიყენებს

ვეტერანმა რუსმა მეჩოგნემ მარია შარაპოვამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაანონსა, რომ მრავალი ცნობილი სპორტსმენის მსგავსად, ისიც აპირებდა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას. თუმცა ამის შემდეგ მის გარშემო ამბები ცოტა უცნაურად განვითარდა და მხოლოდ ახლაღა მოიცალა სიტყვათა ჩამოსაგვირისტებლად.

როგორც რუსი მეჩოგნე ირწმუნება, სხვათაგან განსხვავებით იგი თავად დაწერს წიგნს და საამისოდ მავანთა დახმარებას არ საჭიროებს. მარიამ ისიც განაცხადა, რომ წერა უკვე დაწყებული აქვს და იმედი აქვს, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ტექსტსაც დაასრულებს და წიგნი შარაპოვას ფანების და მკითხველთა წინაშე წარსდგება.

რაც შეეხება დასაწერი წიგნის სკანდალურობას... რა გასაკვირია, რომ მარია შარაპოვა ახლავე ირწმუნება - ჩემი წიგნი ზე-სკანდალური იქნება და იქ ისეთ ამბებს გამოვამზეურებ, თმები ყალყზე რომ დაგიდგებათო. ამ ბოლო დროს შარაპოვა იმდენ შარში გაეხვია, არაა გამორიცხული, რომ ეს სიტყვები მხოლოდ სარეკლამო ფანდის ნაწილი არა იქნება.

0.127182