ფეხბურთი

17:39 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" სპალეტი ჩაიბარებს

„ჯენოასთან“ (2:1) გამარჯვება როგორც ჩანს, მარკო ჯამპოლოს ვერ უშველის და იტალიელი სპეციალისტი სულ მალე „მილანს“ დიდი ალბათობით, დატოვებს.

Sky Sport-ის ცნობით, „როსონერის“ ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს, რომელმაც უკვე განაცხადა თანხმობა შეთავაზებაზე და გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ლუჩანო ბოლოს „ინტერში“ მუშაობდა, საიდანაც ზაფხულში დაითხოვეს.

რაც შეეხება ჯამპაოლოს, „მილანის“ მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა, მაგრამ 7 ტურში შავ-წითლებს მხოლოდ 9 ქულა მოაპოვებინა, რაც ცხადია არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

სპალეტის მთავარ ალტერნატივად სტეფანო პიოლი სახელდება, რომელიც თავის მხრივ ბოლოს ფლორენციის „ფიორენტინაში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100121