სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

17:08 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 30 წლის იუბილე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის 30 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის დაფუძნების ინიციატორები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები, ჟურნალისტები.

საზეიმო მიღებაზე მიწვეულ საზოგადოებას მიესალმა სეოკ-ის პრეზიდნტი ლერი ხაბელოვი.

30 წლის წინ, 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი _ დაფუძნდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სწორედ მომენტიდან ქართული ოლიმპიური სპორტი დამოუკიდებლელი განვითარების გზას დაადგა და ეს მოხდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ცხადია, სეოკ-ის დაფუძნებას წინ უძღოდა შრომატევადი მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც გასწიეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. არანაკლები დრო და ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. რთულ და დრამატული მოვლენებით აღსავსე წლებში, ახალ პოლიტიკურ რეალობაში, სწორედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იდგა ქართული სპორტის ავანგარდში და სპორტულ ფედერაციებს, ჩვენს სპორტსმენებს გზას უკაფავდა საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად," - აღნიშნა ხაბელოვმა.

მან გაიხსენა რამდენიმე საკვანძო თარიღი და ამბავი.

1992 წელი - ბარსელონაში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, აჟღერდა საქართველოს ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა.

1993 წელი - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

1993 წელი - შედგა საქართველოს დებიუტი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

1994 წელი - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველად გამოვიდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

1995 წელი - თბილისში გაიხსნა ოლიმპიური მუზეუმი.

1996 წელი - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველად მონაწილეობდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და ამ სტატუსით ჩვენმა სპორტსმენებმა (სოსო ლიპარტელიანი, ლუკა კურტანიძე) პირველად მოიპოვეს მედლები.

2004 წელი - დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძე.

2015 წელი - საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

2018 წელი - პირველად გაიმართა ყველა დროის ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი.

1996-2016 წლებში, ანუ ზაფხულის ოლიმპიადებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პერიოდში ჩვენ მოვიპოვეთ 31 მედალი, მათ შორის - 8 ოქროს მედალი.

სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის პირველი პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი, სეოკ-ის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ გაჩეჩილაძე. ოლიმპიელებს საიუბილეო თარიღი მიულოცა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა წარადგინა 2019 წლის წარმატებული ქართველი სპორტსმენები და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტები. მათი სახელით სიტყვით გამოვიდა ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

შემდეგ გაიმართა საიუბილეო გამოცემის - „ოლიმპიური ორტომეულის" პრეზენტაცია. როგორც პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, ეს არის ენციკლოპედიური კრებული, რომელიც აერთიანებს ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას ოლიმპიური მოძრაობის წარსულსა და დღევანდელობაზე. ორტომეულში შესულია 4 ათასამდე ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა. ფოტოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნდება პირველად.

საზეიმო მიღების მსვლელობისას დიდ ეკრანზე გადიოდა საიუბილეო ღონისძიებისთვის მომზადებული დოკუმენტური ფილმი, გამოფენილი იყო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების პერსონალური ბანერები, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა სეოკ-ის 30-წლიანი ისტორიის მთავარ ამბებს.

ძირითად საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე თბილისის ჭადრაკის სასახლის შესასვლელთან გაიხსნა მემორიალური დაფა წარწერით: „ამ შენობაში 1989 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კონფერენცია."

GEONOC.ORG.GE
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116907
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X