საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში იმართება, სადაც "დინამო ბათუმი" "დინამო თბილისს" მასპინძლობს.
29 მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 61-61 ქულა აქვს, ლიდერის პოზიციას ინაწილებენ და შესაბამისად, საჩემპიონო რბოლაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა.