ფეხბურთი

15:16 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" მანჯუკიჩის დამატებას იანვარში შეეცდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის გადაბირებას 2020 წლის იანვარში შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია CalcioMercato-მ გაავრცელა.

ხორვატი ფეხბურთელი მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა და იტალიური გამოცემის ინფორმაციით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ინგლისური კლუბი კი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება იტალიელებთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულოს.

მანჯუკიჩი "იუვენტუსში" 2015 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 162 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 44 გოლი და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110426