ისტორია

9:52 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

6 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981. დაიბადა ზურაბ ხიზანიშვილი. თბილისის “დინამოს” და “ლოკომოტივის”, “თბილისის,” შოტლანდიის “დანდისა” და “გლაზგო რეინჯერსის”, ინგლისური პრემიერლიგის “ბლექბერნის”, “ნიუკასლ იუნაიტედის”, “რედინგის”, თურქეთის “კაისერის”, "სამტრედიას", ბაქოს "ინტერის" მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 93 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. რამდენიმე შეხვედრაში იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1956. თბილისის დინამომ” ბულგარეთში ტურნეს მსვლელობისას სოფიის “დინამოს” 3:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები ავთანდილ ჭკუასელმა (2) და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, ღოღობერიძე, ხასაია, გაგნიძე, კალოევი, ჭკუასელი, მესხი.

1962. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეთექვსმეტე მატჩი ჩატარდა. “ტორონტო მეიფლ ლივზმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებს 4:1 მოუგო. შეხვედრა ტორონტოში გაიმართა.

1972. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების განმეორებით მატჩში ამსტერდამის “აიაქსმა” ბუენოს აირესის “ინდეპენდიენტეს” 3:0 მოუგო (პირველი შეხვედრა არგენტინაში 1:1 დასრულდა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. რინუს მიხელსის გუნდიდან გოლები იოჰან ნეესკენსმა და ჯონი რეპმა (2) გაიტანეს.

1975. კიევის “დინამომ” ევროპის სუპერთასის განმეორებითი მატჩი 2:0 მოუგო მიუნხენის “ბაიერნს” და ვინაიდან პირველი პაექრობა 1:0 ჰქონდა მოგებული, საპატიო პრიზის მფლობელი შეიქნა. მიუნხენელთა კარში სამივე გოლი ოლეგ ბლოხინმა გაიტანა.

1976. ამერიკელმა ჯონ ჰეივეიმ ყველა კონტინენტზე ველოგარბენი დაასრულა. მან 50 600 მილი გაიარა.

1985. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანმა მარიტა კოხმა 400 მეტრზე გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (47.6).

1989. დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

1995. სამწვრთნელო ასპარეზზე ფელიქს მაგათის დებიუტი შედგა. მან პირველად დამოძღვრა “ჰამბურგი”.

1995. “კოლორადო ეველანშმა” (ყოფილი “კვებეკ ნორდიკსი”) ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მან სადებიუტო შეხვედრაში “დეტროიტ რედ უინგზის” დამარცხება მოახერხა.

2001. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან 1:1 ითამაშა. თამაში “სტიაუას” სტადიონზე ჩატარდა და მას 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრაში ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა 54-ე წუთზე გახსნა, რუმინელმა პოპესკუმ კი თანაფარდობა საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე აღადგინა. საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, რეხვიაშვილი, საჯაია, ცქიტიშვილი, კალაძე, ჯამარაული, იაშვილი (ალექსიძე), ქინქლაძე (ქეცბაია), ყაველაშვილი (ბურდული). ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2007. პრაღაში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ზვიად ბაზანდარაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2013. საქართველოს ჩემპიონატის ტურში გამართულ ექვს შეხვედრაში საკუთარ ქალაქში არცერთგუნდსუმასპინძლია. საჩხერის "ჩიხურამ" ცხინვალის "სპარტაკი" ქუთაისში მიიღო, ლანჩხუთის"გურიამ"გორის"დილა" - ქობულეთში, "ზუგდიდმა" "ზესტაფონი" - განმუხურში, თბილისის "ვიტჯორჯიამ"რუსთავის"მეტალურგი" - "მცხეთა-პარკზე", მარტვილის "მერანმა" ქუთაისის "ტორპედო" - სამტრედიაში,ხოლობოლნისის "სიონმა" თბილისის "დინამო" - რუსთავში...

ამ დღეს დაიბადნენ

1824. ჰენრი ჩედუიკი. ბეისბოლის წესების შესახებ გამოუშვა პირველი წიგნი.

1884. ლოიდ სპუნერი. ამერიკელი სპორტსმენი. 1920 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ოთხი, ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალი.

1905. ელენ უილის მუდი. ინგლისელი ჩოგბურთელი ქალი. 1927-38 წლებში რვაჯერ მოიგო უიმბლდონის ტურნირი. წარმატებით გამოდიოდა აშშ-ის ღია პირველობაზეც.

1916. ტომი ლოუტონი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. “ევერტონის”, “ბარნლის”, “ჩელსის”, “ნოთს ქაუნთის” ფორვარდი. ლივერპულის “ევერტონის” რიგებში ზედიზედ ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და იმ ორი სეზონის განმავლობაში 62 გოლი გაიტანა. ანალოგიურ წარმატებას მიაღწია ლოუტონმა ლონდონური “ჩელსის” რიგების დაცვისას. მან პირველობა “სტემფორდ ბრიჯზეც” მოიპოვა, ხოლო იმ ჩემპიონატში ლოუტონმა 30 ბურთი გაიტანა. 1947 წელს ლოუტონმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მესამელიგელ “ნოთს ქაუნთიში” სარეკორდო სატრანსფერო თანხად, 20 ათას გირვანქად გადავიდა. ლოუტონი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისის ნაკრებში მესამე დივიზიონის გუნდიდან მიიწვიეს. ალბიონელთა უპირველეს გუნდში კი მას დებიუტი 19 წლისა და 17 დღის ასაკში ჰქონდა. ტომი ლოუტონს ინგლისის ჩემპიონატების მატჩებში 231 გოლი აქვს გატანილი. იგი 1996 წელს გარდაიცვალა.

1944. ბორის მიხაილოვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კაპიტანი. 70-იანი წლების ფორვარდთა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამეულის (მიხაილოვი-პეტროვი-ხარლამოვი) წევრი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1968, 1972, 1976). მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1947. კლაუს დიბიასი. ლეგენდარული იტალიელი წყალში მხტომელი. სამი ოლიმპიადის ჩემპიონი კოშკურიდან ხტომაში (1968, 1972, 1976). 1964 წლის ოლიმპიადაზე იმავე სახეობაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი როგორც კოშკურიდან, ასევე ტრამპლინიდან ხტომაში. მსოფლიო თასის არაერთგზის მფლობელი ორივე სახეობაში.

1952. ვლადიმირ ნევზოროვი. საბჭოთა ძიუდოისტი. 70 კგ წონით კატეგორიაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1961. კატრინ დიური. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. ქალთა შორის მარათონულ გარბენში 1988 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1962. კევინ ჰიჩკოკი. ინგლისური პრემიერლიგის “ბლექბერნ როვერსის” ყოფილი მწვრთნელი.

1964. ტომას ჰანტერი. ამერიკელი მოცურავე. 50 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდის მფლობელი.

1965. იურგენ კოლერი. გერმანიის ნაკრების (1986-98), “ვალდჰოფის” (1983-87), “კიოლნის” (1987-89), მიუნხენის “ბაიერნის” (1989-91), ტურინის “იუვენტუსის” (1991-95), დორტმუნდის “ბორუსიას” (1995-2002) მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 105 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1997 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები. 1993 წელს დაეუფლა უეფას თასს. გერმანიის სამგზის ჩემპიონი (1990, 1996, 2002). იტალიის ჩემპიონი (1995).

1966. ჯულიან მაკნამარა. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1969. ბაირონ ბლექი. ზიმბაბველი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი. 1995 წლის აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალისტი. 2000 წელს უიმბლდონის ტურნირის მეოთხედფინალისტი.

1973. რებეკა ლობი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. WNBA-ს კლუბ “ნიუ იორკ ლიბერთის” მეფარე. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974. ბრაიან კელი. აშშ-ის ნაკრების ნახევარმცველი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1974. გეერტ დე ვრიესი. ჰოლანდიის ნაკრებისა და “ჰეერენვეენის” ფეხბურთელი.

1981. დაიბადა ზურაბ ხიზანიშვილი. თბილისის “დინამოს” და “ლოკომოტივის”, “თბილისის,” შოტლანდიის “დანდისა” და “გლაზგო რეინჯერსის”, ინგლისური პრემიერლიგის “ბლექბერნის”, “ნიუკასლ იუნაიტედის”, “რედინგის”, თურქეთის “კაისერის”, "სამტრედიას", ბაქოს "ინტერის" მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 93 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. რამდენიმე შეხვედრაში იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

1983. ჟადსონი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. დონეცკის “შახტარის” ფორვარდი. უეფას თასის მფლობელი. უკრაინის ჩემპიონი.

1984. ზლატკო დედიჩი. სერბია-ჩერნოგორიის ნაკრების, ჩერნოგორიის ნაკრების და “ემპოლის” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1936. პიტერ უოლტერსი. გარდაიცვალა 73 წლის ასაკში. იგი თავის ძმასთან ერთად 1885-90 წლებში ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველთა დუეტს ჰქმნიდა. ძმები უოლტერსები ინგლისის კლუბ “კორინთიანსში” გამოდიოდნენ და თამაშს 1890 წელს თავი მას შემდეგ დაანებეს, რაც მათი მესამე დედმამიშვილი უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მოედანზე გარდაიცვალა.

0.122732