ფეხბურთი

10:11 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი და კვარაცხელია "რუბინის" ისტორიაში

ყაზანის "რუბინის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლების ავტორები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. აღნიშნულის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი წერს.

როგორც ყაზანელები იტყობინებიან, კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივს" 18 წლის და 153 დღის ასაკში გაუტანა, ხოლო დავითაშვილმა სადებიუტო გოლი გუშინ, "ტამბოვთან" მიითვალა. ზურიკომ "რუბინის" მაისურით პირველი გოლი 18 წლისა და 232 დღის ასაკში გაიტანა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია და დავითაშვილი "რუბინს" გასულ ზაფხულს შეუერთდნენ. მათ გარდა, ყაზანელთა რიგებში კიდევ ერთი ჩვენებური, ბექა მიქელთაძე ირიცხება და მიმდინარე სეზონში გოლის გატანა მანაც მოახერხა.

0.113089