სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:59 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ადამიანი და ლიდერთა ხუთეული
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტური ფავორიტთა და ლიდერთათვის წარმატებული არ გამოდგა და სამი ქულა ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა. „დორტმუნდმა“ გამარჯვება ბოლო წუთზე ავტოგოლით გაანიავა, „ბაიერნმა“ კი მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ოთხი დღის წინ „ბაიერნმა“ ლონდონში „ტოტენჰემთან“ ნამდვილი შოუ დადგა და მაურიციო პოჩეტინოს გუნდი საქვეყნოდ შეარცხვინა. თუმცა, ცხადია ეს „ტოტენჰემის“ რთული ვითარებითაც იყო გამოწვეული და ინგლისური გუნდი საშინელ ფორმაში რომ გახლავთ, დღესაც დადასტურდა („ბრაიტონთან“ განადგურდა). თავის მხრივ, „ბაიერნი“ კი ბუნდესლიგას დაუბრუნდა და ლონდონში ნაჩვენები ფეხბურთის ნახევარიც ვერ აჩვენა. არადა, მეტოქე თითქოს უფრო სუსტი ჰყავდა „ჰოფენჰაიმი“ და გამარჯვებაც გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდს ძალიან გაუჭირდა და „სოფლელებთან“ მიმდინარე სეზონში პირველი ალიყური იგემა. მატჩის გმირი კი „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდი სარგის ადამიანი გამოდგა, რომელმავ ბუნდესლიგაში მესამე თამაში ჩაატარა და აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი. თუმცაღა, 2019 წლის 5 ოქტომბერს 26 წლის სომეხი ფეხბურთელის მესხიერებაში ნამდვილად წარუშლელ კვალს დატოვებს, ადგან როგორი საქმეა, მიუნხენის „ბაიერნსა“ და მანუელ ნოიერს „ალიანც არენაზე“ დუბლი შეუსრულო და თანაც საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანო?! ადამიანმა კი, ეს მოახერხა და შვილიშვილებზე მოსაყოლი ისტორია შეიქმნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარის დასაწყისში სარგისმა ნოიერს ახლო კუთხეში გაუტანა. „რეკორდმაისტერმა“ რობერტ ლევანდოვსკის მორიგი გოლით წონასწორობა აღადგინდა მოსაგებად აპირებდა გაწევას, როდესაც ადამიანმა დუბლი გაიფორმა და „ჰოფენჰაიმს“ შინ სამი ქულა წააღებინა.

სანტერესო დუელი შედგა „ფრაიბურგსა“ და „დორტმუნდს“ შორის. „ფრაიმ“ ეს სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და ამ ტურამდე 13 ქულით სამეულში იმყოფებოდა. თავის მხრივ, იგივე მონაგარი ჰქონდა „დორტმუნდსაც“ და პრაქტიკულად 6-ქულიანი თამაში იყო. „ყვითლები“ ახლოს იყვნენ მოგებასთან. აქსელ ვიტსელმა დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, რასაც ლუკა ვალდშმიდტმა მეორე ტაიმის მეათე წუთზე უპასუხა. ჩემპიონთა ლიგაზე მაროკოელმა მცველმა აჩრაფ ჰაკიმმა დუბლი შეასრულა „სლავიასთან“ და უგოლოდ ახლაც არ გასულა მოედნიდან, რომელმაც „დორტმუნდი“ მეორედ დააწინაურა. მიუხედავად ამისა, ლუსიენ ფავრის გუნდს დღეს გამარჯვება არ ეწერა. კანჯის 89-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით „ფრაიბურგმა“ ქულა გადაარჩინა და ლიდერთა მარაქაშში ადგილი შეინარჩუნა.

ლიდერთა ჯახი იყო „ბაი არენაზე“, სადაც „ლევერკუზენმა“ „ლაიფციგი“ მიიღო. შუა კვირაში ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი განიცადეს და ამიტომაც, რეაბილიტაციისთვის კარგი შანსი ჰქონდათ. თუმცა, საწადელს ვერცერთმა მიაღწია, რადგან კევინ ვილანდის გატანილ გოლში მალევე ფრანგმა ნკუნკუმ უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ლიდერთა ქულების დაკარგვის შემდეგ გელზენკირხენის „შალკეს“ ჩინებული შანსი მიეცა, რომ ერთპიროვნულად გალიდერებულიყო, თანაც, დღის ბოლოს თამაშობდა, მაგრამ „კიოლნს“ ვერაფრი დააკლო. „ხუმარებმა“ ანგარიში სუატ სერდარის გოლით 71-ე წუთზე გახსნეს და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ სასურველ შედეგს, მაგრამ იონას ჰექტორმა „თხებს“ ქულა მოუტანა, ხოლო „შალკეს“ გალიდერების შანსი დააკარგვინა.

„მაინცი“ კი, რომელიც გასავარდნ ზონაში იყო, ასევე მძიმედ მოასპარეზე „პადერბორნს“ ესტუმრა და 2:1 იმარჯვა, რითაც გასავარდნი ზონა დატოვა.

შედეგად, ბუნდესლიგაში საინტერესო ვითარება შეიქმნა: ხუთ გუნდს, „ბაიერნს“, „ლაიფციგს“, „ფრაიბურგს“, „შალკესა“ და „ლევერკუზენს“ 14-14 ქულა აქვთ და ხუთხელისუფლიანობა დამყარდა. იქვე არიან „გლადბახი“ (13 ქულა), „დორტმუნდი“ და „ვოლფსბურგი“ (12-12). „გლადბახს“ და „ვოლფსბურგს“ კვირას აქვთ ამ ტურის მატჩები ჩასატარებელი და გალიდერებასაც ეცდებიან.

„ლევერკუზენი“ – „ლაიფციგი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ვოლანდი (66), 1:1 ნკუნკუ (78)

„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ადამიანი (54), 1:1 ლევანდოვსკი (73), 1:2 ადამიანი (79)

„ფრაიბურგი“ – „დორტმუნდი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვიტსელი (20), 1:1 ვალდშმიდტი (55), 1:2 ჰაკიმი (67), 2:2 აკანჯი (89, ა.გ)

„პადერბორნი“ – „მაინცი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ქუაისონი (8), 1:1 ზოლინსკი (14), 1:2 ბროზინსკი (32, პენ)

„შალკე“ – „კიოლნი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სერდარი (71), 1:1 ჰექტორი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110409
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X