ჩოგბურთი

21:15 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა პეკინიდან შანხაიში გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობაზე წარუმატებლობის შემდეგ შანხაის მასტერსზე იასპარეზებს, სადაც 1/32 ფინალიდან ჩაერთვება გათამაშებაში.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ATP-ის 45-ე ნომერი რადუ ალბო იქნება. ნიკოლოზი ალბოს აქამდე სამჯერ შეხვედრია და სამჯერვე გამარჯვება მოახერხა. 2012 წელს მოსკოვში ბასილაშვილმა 2:1 (6:3, 1:6, 7:5) იმარჯვა, 2015 წელს 2:0 (7:6, 6:4), ხოლო 2016 წლის ოქტომბერში ვენაში კვლავ 2:1 (6:3, 0:6, 6:3) მოიგო.

ბასილაშვილი შანხაიში მე-15 ნომრად იქნება განთესილი და მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში 1/16 ფინალში ფრანგ ბენუა პერსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა პეკინში 500 სარეიტინგო ქულა ვერ დაიცვა, რის შედეგადაც რეიტინგში 9 პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 26-ე ადგილზე იმყოფება. შანხაის მასტერსის პირველ შეხვედრას კი, 6 ოქტომბერს, დილის 8 საათზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114346